პირველ ეტაპზე მუშაობის განახლებას სავარაუდოდ მომსახურეობის სფეროს წარმომადგენლები შეძლებენ.

როგორც ტვ მაესტროს ეთერში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვენენ დამოკიდებულები.

,,ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ჩვენ რომ ტურისტული თვალსაზრისით დავიწყოთ სასტუმროების და სხვადასხვა ობიექტების გახსნა ალბათ არ იქნება სწორი. რამდენიმე თვის განმავლობაში ტურისტები ალბათ არც ჩამოვლენ, შესაბამისად ეს უნდა იყოს პირველადი მოხმარების ობიექტები. დავუშვათ მომსახურეობის სფერო. დახურულია სალონები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები. გაჩერებულია სატრანსპორტო საშუალებები. ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ყოველდღიური შემოსავალი და იყვენენ დამოკიდებული ყოველდღიურად იმ თანხაზე რასაც გამოიმუშავებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიწყონ მუშაობა.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *