აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს,  30 აპრილის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით  24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს:

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში, აჭარაში- 3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი – თევზის ბაზარი), ქვემო ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი მარნეულში, თბილისში -3 აგრარული ბაზარი, იმერეთის რეგიონში – 7 აგრარული ბაზარი (ქუთაისში -2, ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში, ჭიათურაში), კახეთის რეგიონში- 4 აგრარული ბაზარი (თელავში, წნორში, ლაგოდეხში -2), შიდა ქართლის რეგიონში – 1 აგრარული ბაზარი გორში, გურიის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

,,გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ბაზრების ადმინისტრაციასთან და გასცემს რეკომენდაციებს.”- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *