უხვი ნალექის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა,

დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები.

,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით,ზარალის სავარაუდო ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი. 

“საჩხერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ვითვლით. რიგ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვა, გუშინვე მოვახდინეთ რეაგირება, მოსახლეობას გადაადგილებაზე პრობლემა არ შექმნია. საავტომობილო გზების გარდა დაზიანებულია გაბიონები, მოსახლეობის ნაწილს დაუზიანდა სავარგულები. ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე გვეცოდინება რა სახის ზარალი მიადგა საჩხერეს და მის მოსახლეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *