პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ტყიბულში ერთი პირი დააკავა
პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული
ძალადობის ბრალდებით ტყიბულში ერთი პირი დააკავა. დაკავებულია 1969
წელს დაბადებული კაცი.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ,
თავის საცხოვრებელ სახლში, დედას - 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს
სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ
პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის
მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის
მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები