წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს”

სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ჯერჯერობით მგზავრობის თანხის გაზრდა არ იგეგმება და ის კვლავ 1.20 თეთრი იქნება.

,,ჩვენთან არ გაძვირებულა წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა არ გაძვირებულა. მღოლებისგან არის მოთოვა გაძვირებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვიცავთ პროცედურებს. ამ საწყის ეტაპზე, როდესაც მოქალაქეების მოძრაობა არაა აქტიური, უნივერსიტეტში არ დადიან და ა.შ. პირიქით, უფრო დაკლებული გეგმებით იმუშავებენ მძღოლები. არის რამდენიმე, რომლებიც საერთოდ გათავისუფლებული გვყავს, სანამ არ დაბუნდება ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმი.” – განაცხადა ს.ს. ,,შევარდენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიზო თავაძემ.

მისივე განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტს სამუშაოზე გასვლამდე დეზინფექცია ჩაუტარდება. მოქალაქეებისა და მძღოლების მხრიდან გადაადგილების წესების დაცვას სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

შეგახსენებთ, 8 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა უნდა განაახლოს.

ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” (არქივი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *