დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 7 მაისს, კორონავირუსთან დაკავშირებული

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი. ამასთან დაკავშირებითახალგაზრდა გიდების ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზაცია PMAG Packaging Cluster-ის დახმარებით 20 მდე ერთეული სახის დამცავი ფარი  გიდებს ქუთაისში გადასცეს. 

,,გიდებს გადავეცით სახის დამცავი ფარები იმისათვის, რომ ჩაატრონ COVID უსაფრთხოების რეკომენდაციებით გათვალისწინებული ტურები. ეს პატარა საჩუქარი მათ დაეხმარებათ სამუშაოს სწორად ჩაწრმართვაში. შიდა ტურიზმის გახსნა დადებითი მოვლენაა, მაგრამ იმ გიდებისთვის არაა დადებითი, ვინც მუშაობდა საზღვარგარეთიდან შემოსულ ტურისტებთან. შიდა ტურიზმის საკითხს ვუყურებთ სკეპტიკურად, რადგან ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა დაიმედების საშუალებას.”- განაცხადა ახლგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა.

ტურ-ოპერატორებისა და გიდებისათვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

ტურების დაგეგმვისას მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ :

გიდს ტურისტთან უშუალო შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი, ტურის მსვლელობისას გიდმა უნდა დაიცვას დისტანცია,

ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი ტემპერატურის მონიტორინგისთვის,

თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ,

დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულოა,

თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ.გიდი სვალდეულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

თუ გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას,გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *