Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

,,უზრუნველყონ სოციალური აგენტებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნა"
ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოციალური აგენტების შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა. საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ გარემოს. 

,,საყურადღებოა სოციალური აგენტების სამუშაო ადგილების განსაკუთრებული მოწყვლადობა. მათი შრომითი ხელშეკრულებები, ყოველთვიურად, ერთი თვის ვადით იდება. აღნიშნული პრაქტიკა, ერთი მხრივ, სამუშაოს უკიდურესად დაუცველს და არასტაბილურს ხდის, ხოლო მეორე მხრივ, აშკარად არღვევს შრომის კოდექსის მოთხოვნებს.[1] კანონის მიხედვით, თუ მიმდევრობით დადებული შრომითი ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, უნდა ჩაითვალოს, რომ დადებულია უვადო ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური აგენტების დიდი ნაწილის შრომის ხანგრძლივობა მიმდევრობით დადებული ყოველთვიური ხელშეკრულებებით 30 თვეს ბევრად აღემატება, მათზე კანონით განსაზღვრული უვადო ხელშეკრულების გარანტიები მაინც არ ვრცელდება. შრომის კოდექსის აღნიშნული მოწესრიგება, სწორედ დაცული შრომითი ურთიერთობის და მშრომელთა უფლებების რეალიზების საფუძველია და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისი მუდმივი უგულებელყოფა უკიდურესად საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს.

გამოწვევებია თავად შრომითი დავის პროცესთან დაკავშირებითაც. კოლექტიურ დავაში მედიატორის ჩართვის მიუხედავად, მედიატორთა რეესტრის პრობლემებისა და მათი უფლებამოსილებების შეწყვეტის გამო მედიაციის პროცესი ჩაიშალა. შრომითმა დავამ დასაქმებულთათვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, რაც მათი წუხილების გააზრებასა და დამსაქმებელთა მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით გამოიხატებოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, ამ დრომდე, უარს ეუბნება დასაქმებულებს, მოლაპარაკებებში ჩართონ იურისტები და პროფესიული კავშირი "სოლიდარობის ქსელი", რომლის წევრიც 90-მდე მოქმედი სოციალური აგენტია. პროფესიული კავშირებისთვის ხელშეშლა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ სამინისტროსგან, რომელიც ქვეყანაში სოციალურ პარტნიორებს შორის ჯანსაღი, თანასწორი და სამართლიანი შრომითი ურთიერთობის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს:

დაუყოვნებლივ აღადგინოს კომუნიკაცია სოციალურ აგენტებთან და, სოციალური აგენტების წარმომადგენლებისა და პროფკავშირების კოლექტიური დავის პროცესში უშუალო ჩართულობით, უზრუნველყონ მოლაპარაკებების გაგრძელება.
გაიზიარონ სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები უკიდურესად დაბალი ხელფასის და სამართლებრივად მოუწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულებების თაობაზე და უზრუნველყონ სოციალური აგენტებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნა."- ნათქვამია განცხადებაში. 




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უხვი ნალექის შედეგად ხონში მდინარე ოხვირი ადიდდა და მოძრაობა
დროებით შეაფერხა.
13:18 / 13.07.2020
უხვი ნალექის შედეგად ხონში მდინარე ოხვირი ადიდდა და მოძრაობა დროებით შეაფერხა.
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის
შესასვლელში, მდინარე
11:23 / 10.07.2020
მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ. სამტრედიის შესასვლელში, მდინარე
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
16:14 / 09.07.2020
საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების
11:42 / 09.07.2020
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 30 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 26 °C
img
თელავი 19 - 30 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 15 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,კოლეგიალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, ჩემი პირადი გადაწვეტილებით ვუერთდები ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორების გუნდს“ " - ოთარ ლორთქიფანიძე
15:57 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
რატომ გვიანდება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა-რას ამბობენ "აიგრუპში"
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა
12:09 / 13.07.2020
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა.
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა
12:07 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა.