"არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც კი"
საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ პანდემიის შემდეგ პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ფრენების აღდგენა უფრო სწარაფად იქნება შესაძლებელი. გახარია განმარტავს, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეული შედეგი არ უნდა დაკარგოს და არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც კი.

"ევროკავშირმა თქვა, რომ ის მის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოსთან და 14 ქვეყანას შეუძლიათ გახსნან საზღვრები. აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით, იყო აღიარებული. ამის შემდეგ, ყველა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ მათი შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილება. ზოგმა გაგვიხსნა უპირობოდ, ზოგმა გაგვიხსნა გარკვეული პირობებით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც კი. ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწრაფად აღვადგინოთ პირდაპირი მიმოსვლა,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის
14:09 / 03.08.2020
სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტია
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ
წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის
21:33 / 01.08.2020
წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ