ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იან მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა
ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იან მონაკვეთზე. ამ მონაკვეთზე ექსპლოატაციაში შევიდა ავტომაგისტრალის ახალი 2 ზოლი. ავტომაგისტრალი პრემიერმა გიორგი გახარიამ გახსნა. 

ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სპეციალური სქემის შესაბამისად: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ნახშირღელეს კვანძით  ქუთაისი-სამტრედიის გზის მე-13 კმ-მდე, საიდანაც ნიკეას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან გეგუთის სატრანსპორტო კვანძს, ხოლო დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას ფოთი-ბათუმი-სარფის და სენაკი-ზუგდიდის მიმართულებებით.

გეგუთი-ბაშის მონაკვეთზე გადაადგილება განხორციელდება ორივე მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლით, ხოლო ბაშიდან დაფნარამდე არსებულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, რომლის 37-ე კმ-დან მოძრაობას განაგრძობენ მარჯვნივ და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით დაუკავშირდებიან თბილისის მიმართულებას.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა.

გზის 4 ზოლიანად გაფართოების პროექტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას განახლებულ გზაზე, უზრუნველყოფს  ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ასევე, გზის გაფართოების შემდეგ გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება ხარჯები.

ქუთისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რუსეთიდან მომდინარე
საფრთხეები და სოციალური მედიით საზოგადოებრივი
16:53 / 07.08.2020
დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და სოციალური მედიით საზოგადოებრივი

წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, ყოფილი საკრებულოს შენობა
ისევ იყიდება.
13:45 / 06.08.2020

წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, ყოფილი საკრებულოს შენობა ისევ იყიდება.
სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის
14:09 / 03.08.2020
სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის
წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის
21:33 / 01.08.2020
წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა
18:47 / 31.07.2020
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 31 °C
img
ქუთაისი 21 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 27 °C
img
თელავი 20 - 29 °C
img
მესტია 9 - 17 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
ადიდებული მდინარე რიონი (კადრები ქუთაისიდან)
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე რიონი ადიდდდა.
09:48 / 29.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო
17:07 / 07.08.2020
საქართველოში პოლიტიკური რეკლამირების ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო.
"აგვისტოს ომი არის ის ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა კვლავ იმკის" - თეა წულუკიანი
16:20 / 07.08.2020
ქუთაისში ვიზიტის დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან აგვისტოს
ქუთაისში  შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 / 07.08.2020
ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებეზე მომუშავე ორგანიზაციების
რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა სტუდენტებსა და 17-წლამდე ახალგაზრდებს
12:37 / 06.08.2020
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას