ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს”

სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – იანეთსა და ბაშში ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ჩატარდა. 

,,შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ღამის საათებში ტარდება. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მოსახლეობას დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალისტები თერმული ნისლის პარალელურად იყენებენ ცივი შესხურების ტექნოლოგიას. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 35 000 ჰა ფართობი. სიმინდის საყანე ფართობებში ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ინტენსიურად გაგრძელდება.” – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *