რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქუტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზემო

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე ახალი გზა შენდება. ახალი დამაკავშირებელი გზის საშუალებით თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება და 6 სთ-ის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 სთ-ი იქნება.

“პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის I ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილა 2021 წლისთვის. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500მ სიმაღლეზე მდებარეობს, არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება,”-აცხადებენ სამინისტროში.

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით.

პროექტი პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს, გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *