ქუთაისში, საბაგიროები მუშაობას განაახლებს. როგორც გაბაშილის გორის პარკის დირექტორმა კახა კუხიანიძემ

რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, მუშაობის გასაახლებლად რეკოემენდაციები მიიღეს.

,,საბაგიროებში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და უნდა ატარებდნენ პირბადეს, რადგან სივრცე დახურულია. ოპერატორები უნდა იყვნენ აღჭურვილი ხელთათმანებით, პიბრადეებით, გამჭვირვალე ნიღბით. უნდა ჰქონდეთ სპეციალური ხსნარები.”-  განაცხადა პარკის დირექტორმა კახა კუხიანიძემ.

საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება არ იცვლება. 

პარკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლის დილის 6 საათიდან, ღამის 12 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას დღის 12 საათიდან რამის 12 საათამდე იმუშავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *