ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან

მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარია. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

პროექტით გათვალისწინებულია ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,8 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის და გარეგანათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა.

ცხრაჯვარი საქართველოში ცნობილი ტურისტული ლოკაციაა და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *