“ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ჭიათურაში ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ ჭიათურაში ერთი პირი დააკავა. შსს-ს განმარტებით, საქმე ეხება მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში გამართული "ქურდული შეკრების" და "ქურდული სამყაროს" წევრებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისთვის საწარმოს მოგების 30%-ის გადახდის იძულების ფაქტს.

პოლიციამ 1968 წელს დაბადებული მ.გ. "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, "ქურდული სამყაროს" წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ "ქურდულ შეკრებაში", რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

"აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ხსენებული "ქურდული გარჩევის" ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისა და "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დააკავა,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მ.გ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია "ქურდული სამყაროს" საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებას.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა,
რის შედეგადაც სახლის მეპატრონემ სახის მცირე დამწვრობა მიიღო.
20:13 / 25.11.2020

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლის მეპატრონემ სახის მცირე დამწვრობა მიიღო.

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება
(ჰაუსმასტერი 3)
15:56 / 25.11.2020

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება (ჰაუსმასტერი 3)" ფარგლებში, 24 ნოემბერს,

წყალტუბოში მუშა მიწისა და ქვების მასაში
12:56 / 25.11.2020
წყალტუბოში მუშა მიწისა და ქვების მასაში
ქუთაისში 15 წლის ბიჭი დაიკარგა.
23:33 / 21.11.2020

ქუთაისში 15 წლის ბიჭი დაიკარგა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 1 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 11 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 2 - 10 °C
img
მესტია -9 - -1 °C
img
ზუგდიდი 2 - 9 °C
img
ბორჯომი -3 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

01:11 / 30.10.2020
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდსა და პანდემიის მართვის პროგრამას თანხები დაემატა
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.