ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად

ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს  უნდა  მოიცავდეს. კონკრეტულად, ქალაქის ზონირებას, გამწვანების კოეფიციენტების გაზრდას, მშენებლობის დროს პარკირების წესების დადგენასა და ა.შ.  

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 508 ათას 475 ლარს შეადგენს.

სატენდერო წინადადებების მიღება 8 აგვისტოს დაიწყება და 13 აგვისტოს დასრულდება. 

ქუთაისის გენერალური გეგმის შედგენაზე წლებია საუბრობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *