ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ფაქტს

ადასტურებს ტყიბულის შახტის პროფკავშირების წარმომადგენელი გაგა ისაკაძე. მისი თქმით, ამირან ბოჭორიშვილს სამედიცინო დასკვნაში ქრონიკული ბრონქიტის დიაგნოზი ჩაუწერეს, რის მიხედვითაც მისი შახტში მუშაობა არ შეიძლებოდა. გაგა ისაკაძე ამბობს, რომ კომპანიამ მეშახტეს ზედაპირზე მუშაობა შესთავაზა, რაზეც გუშინ შეთანხმდნენ. 

“კომპანიამ შესთავაზა ალტერნატიული სამსახური და იმუშავებდა შახტის ზედაპირზე, თუმცა, ხელფასი შეუმცირდებოდა. გუშინ ვიცოდი, რომ შეთანხმება მიღწეული ჰქონდათ. დღეს დილით კი რა მოხდა არ ვიცი. სავარაუდოდ, ხელფასი შეუმცირდებოდა და ეს გააპროტესტა,”-ამბობს გაგა ისაკაძე.

ისაკაძის ინფორმაციით, მეშახტეს სერიოზული დაზიანება არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *