"საარჩევნო განვითარების სკოლა" მსურველთა მიღებას იწყებს
ცესკოს "საარჩევნო განვითარების სკოლა" მსურველთა მიღებას იწყებს. 18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ ტრენინგი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. სასწავლო კურსი 3 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

"საარჩევნო განვითარების სკოლის" სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, არჩევნები და კვლევები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში.

"საარჩევნო განვითარების სკოლა" ჩატარდება თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში).

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და უნდა წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები) 22 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

ცესკოში აცხადებენ, რომ სასწავლო კურსის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა,
რის შედეგადაც სახლის მეპატრონემ სახის მცირე დამწვრობა მიიღო.
20:13 / 25.11.2020

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლის მეპატრონემ სახის მცირე დამწვრობა მიიღო.

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება
(ჰაუსმასტერი 3)
15:56 / 25.11.2020

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება (ჰაუსმასტერი 3)" ფარგლებში, 24 ნოემბერს,

წყალტუბოში მუშა მიწისა და ქვების მასაში
12:56 / 25.11.2020
წყალტუბოში მუშა მიწისა და ქვების მასაში
ქუთაისში 15 წლის ბიჭი დაიკარგა.
23:33 / 21.11.2020

ქუთაისში 15 წლის ბიჭი დაიკარგა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 1 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 11 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 2 - 10 °C
img
მესტია -9 - -1 °C
img
ზუგდიდი 2 - 9 °C
img
ბორჯომი -3 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

01:11 / 30.10.2020
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდსა და პანდემიის მართვის პროგრამას თანხები დაემატა
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.