ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის

ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 45 წლის ქალმა თავის მეგობართან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, შემდეგ კი მუხლი შეიცვალა და 45 წლის ქალს ბრალი 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა. აღნიშნული დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს. 

45 წლის ქალის გარდა, საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *