ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ

ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაკავებულებს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, დაკავებულები კი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. როგორც მზია ადეიშვილი ამბობს, დაკავებულები მომხდარის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

რაც შეეხება 45 წლის ქალს, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მას სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *