ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური

გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს. არქეოლოგების თქმით, მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება. გათხრების შედეგად აღმოჩენილია უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები. მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მე-11 – მე-12 საუკუნეებს ეკუთვნის.

ითხვისში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს არასამთავრობო ორგანიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი ,,არგვეთი” აწარმოებს.

სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *