28 ივლისს სპეციალურ რეისს ათენი – ქუთაისი – ათენის მიმართულებით

ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.

საბერძნეთის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, სავალდებულოა, ქუთაისი – ათენის მგზავრებმა გამგზავრებამდე შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმა. ელექტრონული PLF ფორმა მგზავრებმა ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინონ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები Georgian Bus და Omnibus Express ათენი – ქუთაისი – ათენის ავიარეისის მგზავრებს მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, 4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *