ადიდებულმა რიონმა ონში ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო ენერგო-პრო

ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგია შეზღუდვით მეწოდება, უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიე სოფელს.  

,,ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიყო. ელექტროენერგია შეზღუდვით მეწოდება, უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ადიდებულა მდინარემ გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.

კომპანიის ტექნიქური მრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს.”- წერია კომპანიის განცხადებაში. 

სოფელ გოგოლას ხიდი მდინარემ წაიღო. ღებში დაიტობრა მიწის ნაკვეთები, აქაც დაზიანებულია ხიდი. ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *