შოვში დარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად ვერტმფრენს ელოდებიან. გოგანათა ფეხბურთის

დასარეგისტრირებლად ჩასული პრები სტიქიის ზონაში აღმოჩნდნენ. რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მასთან ერთდ კიდევ 9 ადამიანი იმყოფება. 

,,ტრაქტორისტმა შალვა ბელაშვილმა ხებისგან ჩახერგილი მდინარე გაათავისუფლა და ისევ მდინარის კალაპოტში გადაყვანა. მან გადაგვარჩინა, თორემ შანსი არ იყო გადარჩენის.”- განუცხადა რადიო ,,ძველ ქალაქს”  ბექა ოშხერელმა. 

სტიქიის შედეგად ონიდან შოვის მიმართულებით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთია დააზიანებული. გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაახლოებით 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *