აგვისტოში 5 ეროვნულ პარკში ვიზიტორები ფასდაკლებით ისარგებლებენ
საქართველოს ეროვნული პარკების ინფორმაციით, საქართველოში
ყველაზე
პოპულარულ 5 ეროვნულ პარკში ფასდაკლებების თვე იწყება. ვიზიტორებს
ფასდაკლებით სარგებლობა შემდეგ ეროვნულ პარკებში შეეძლებათ: პრომეთეს
მღვიმე, სათაფლიას მღვიმე, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.
კინჩხა), მარტვილის კანიონი.
"1 აგვისტოდან რომელიმე ტერიტორიის 1 ბილეთის შეძენის
შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი პირი მიიღებს 20 %
ფასდაკლებას. 5-ვე ტერიტორიის ერთობლივი "კომბო" ბილეთის შეძენისას კი
40-%-იან ფასდაკლებას,"-ნათქვამია საქართველოს ეროვნული
პარკების განცხადებაში.
ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევის
ჩათვლით).
ფოტო: ინტერნეტ სივრცე
მასალის გამოყენების პირობები