სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა იწურება
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. მთავრობის ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160 161-მა უკვე მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მიუხედავად, უკვე დარეგისტრირებული პირებისთვის თანხების ჩარიცხვა გრძელდება.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, აპრილის თვის კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 90 131 პირს; მაისის თვის – 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით უკვე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

პორტალზე დარეგისტრირდა უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული 35 564 პირი. მათგან 28 717-ს უკვე დაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ჯამში - 8 615 100 ლარი.

რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე - 2020 წლის პირველ აგვისტომდე უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 3 - 7 °C
img
ქუთაისი 6 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 16 °C
img
სოხუმი 6 - 14 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 2 - 7 °C
img
მესტია -8 - 3 °C
img
ზუგდიდი 4 - 15 °C
img
ბორჯომი -3 - 7 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
პროტესტის 35-ე დღეს რიონის ხეობის მოსახლეობა დახმარებისთვის აშშ ელჩს მიმართავს
18:27 / 29.11.2020

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

იმერეთში კორონავირუსის 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა
13:58 / 27.11.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში