სამტრედიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის

მერია კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, გამოვლინდება “საუკეთესო კარ-მიდამოს მფლობელი”.​ 

პირველი ადგილის მფლობელს 1000, მეორე ადგილზე გასულს 800, ხოლო მესამეზე 600 ლარი გადაეცემა.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინოთ კარ-მიდამოს 3 ფოტო-სურათი, მიუთითოთ მისამართი და საკონტაქტო ნომერი.

გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. რეგისტრაციის ვადა 31 ივლისიდან 15 აგვისტომდეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *