წყალტუბოში, შანიძის ქუჩა №1-ში მდებარე, ყოფილი საკრებულოს შენობა ისევ იყიდება.

პირობებით, ელექტრონულ აუქციონს  წყალტუბოს მერია აცხადებს.

საწყისი ფასი 1 107 000 ლარია. აუქციონის დოკუმენტაციის მიხედვით, შენობაში შესაძლებელია განთავსდეს სასტუმრო, რესტორანი, გასართობი ცენტრი, კაზინო ან საცხოვრებელი კორპუსი. 

აღნიშნული შენობის პრივატიზების საქმეზე 2019 წელს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *