დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და სოციალური მედიით საზოგადოებრივი

აზრის მანიპულირება იყო ის თემები, რომლებიც ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა მიხეილ ბენიძემ ქუთაისში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. 

მიხეილ ბენიძის განცხადებით, საქართველოში სოციალური ქსელები ხშირად ხდე4ბა რუსული საინფორმაციო ოპერაციების სამიზნე.

”,,სპუტნიკი” და ,,ნიუს ფრონტი”, ,,საქართველო და მსოფლიო” არის ის მედიასაშუალებები რ0ომელიც ცდილობენ სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით გაავრცელონ საკუთარი საინფორმაციო გზავნილები. რუ7სეთთან აფილირებული მედიასაშუალებების პროპაგანდისტული მასალები მრავალათასიან ფბ ჯგუფებში სხვადასხვა ყალბი ანგარიშების მიერ ვრცელდება. ჩვენ გამოვავლინეთ ასეთი ყალბი ანგარიშები. ღია ჯგუფებში ამის მონიტორინგი შესაძლებელია, თუმცა დახურულ ჯგუფებში ამის საშუალება არ გვაქვს.”- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ. 

მისივე თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება , ცრუ მხარდამჭერების, მადისკრედიტირებელი ან ცრუ მედიის გვერდები წინასაარჩევნო პერიოდებში კიდევ უფრო აქტიურდებიან. ამ ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა დეზინფორმაციისაგან თავის დასაცავად.

,,ბოლო პერიოდში ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ სოციალური მედია გამოიყენება, როგორც მთავარი ინსტრუმეტი, როგორც საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციის საშუალება და მან გარკვეულწილად ტრადიციული მედია გადაფარა  კიდევაც. სოციალური მედია გამოყენება დისკრედიტაციული დეზინფორმაციული გზავნილებს გასავრცელებლად, რომელზეც შეიძლება პარტიის და კამპანიის აქტორები პასუხისმგებლობას არ იღებდნენ. ამიტომ ეს კიდევ უფრო დამაზიანებელია საარჩევნო პროცესში, იმიტომ რომ ეს გზავნილები თავის მხრივ საზოგადოების მიერ სწორი ინფორმაციის აღქმას ამახინჯებს.”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ. 

,,სამართლიანმა არჩევნებმა” სპეციალური პლატფორმა შექმნა, რომელშიც თავმოყრილია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით მოქმედი გვერდები. წყაროების გადამოწმება ნებისმიერ მსურველს Disinfoobserver.ge-ზე შეუძლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *