წყალტუბოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. ადგილობრივი თვვითმმართველობის ინფორმაციით,

ქალაქ წყალტუბოში, ვაზნარის ღელის ადიდების გამო დაიტბორა 21 საცხოვრებელი სახლი, პირველადი მონაცემებით წვიმამ მუნიციპალიტეტში დააზარალა 120 -ზე მეტი ოჯახი, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სტიქიის გამო სოფლების: რიონის, სორმონის, ნოღის, ზარათი-მეჩხერის, გუმათის, ჯიმასტაროს, ჟონეთის, დღნორისის, საჩხეურის, ოფურჩხეთის, ქვილიშორის, ხომულის, ჩუნეშის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოს შიდა სასოფლო გზები დაზიანდა.

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ნოღაში და სორმონში, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. მეწყერმა დააზარალა სოფელ ქვილიშორის მოსახლეობა.

მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი- ალპანა- მამისონის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *