საგარეუბნო მატარებელმა ხაშური – ზესტაფონი – ხარაგაული ხუთთვიანი პაუზის

შემდეგ მგზავრთა მომსახურება განაახლა. განახლებული სარკინიგზო ხაზის მგზავრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგზავრებს პანდემიის პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას, რომელმაც გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი და ტრადიციული საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა აღადგინა. ე.წ. “მასტერაო” მგზავრებისთვის უალტერნატივო ტრანსპორტს წარმოადგენს. ათეულობით წლებია, აღნიშნული სამგზავრო მატარებლით უამრავი ადამიანი სარგებლობს და ეს მათთვის დიდი შეღავათი იქნება”,-განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *