საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვის გარდაცვალებას ეხმაურება. ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები ძალადობის პირისპირ მარტონი არიან. მისივე თქმით, ბავშვებზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა გამოწვევების წინაშე დგას.

“ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან: მათ არა აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით; არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს; სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა; ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას; არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა; არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება; და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში,”-ამბობს ლომჯარია.

11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი თერჯოლაში, ძევრში ორი დღის წინ იპოვეს. პირველი ვერსიით, მოზარდმა თავი მოიკლა და შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მამა დააკავა. გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ შესაძლოა მოზარდი მოკლეს და ხეზე ჩამოკიდეს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *