ტყიბულის მერიის ინფორმაციით, მეშახტის დღე ტყიბულში კონცერტით და სხვადასხვა გასართობი პროგრამებით აღინიშნება.

კომპანია “საქნახშირის” ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი. 

მერიის მიერ გამოქვეყნებული პროგრამა ასეთია: 

11:00 -შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში

12:30 – ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული მსვლელობა და გასართობი პროგრამა

13:00 – საბავშვო ატრაქციონები

14:30 – ხატვის კონკურსი ბავშვებისთვის (გამარჯვებულს კომპანია “საქნახშირი” დაასაჩუქრებს)

16:00 – ადგილობრივი შემოქმედებითი ანსაბლების გამოსვლა

18:00 – დასკვნითი კონცერტი. მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე & 33ა, ,,გორდელა”, გაგა ჩიხლაძე, ,,რეგიონი”. 

მეშახტის პროფესიული დღე პირველად 1948 წელს აღინიშნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *