ცენტრალურ კავკასიონზე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს

ვანის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვანის ტურიზმის ცენტრი ავრცელებს. მწვერვალის სიმაღლე 3850/4000 მეტრია ზღვის დონიდან. ალპინისტური ექსპედიცია “იმერეთის მთასვლელთა და მეკლდეურთა ფედერაციის” მთასვლელთა გუნდმა განახორციელა.

“იმერეთის მთასვლელთა და მეკლდეურთა ფედერაციის” გუნდმა ალპინისტ მერაბ ნემსიწვერიძის ხელმძღვანელობით დაასრულა ექსპედიცია და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხის ვანის, როგორც ანტიკური ქალაქის პატივისცემის ნიშნად, ცენტრალურ კავკასიონზე დალაშქრეს აქამდე ერთ-ერთი უსახელო მწვერვალი, რომელიც უკვე ოფიციალურად ატარებს “მწვერვალი ვანი”ს სახელს,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ექსპედიციისათვის ვანის ტურიზმის ცენტრმა 4 000 ლარი გამოყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *