1-ლი ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით, გაიხსნება პირდაპირი

საჰაერო მიმოსვლა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია Wizz Air--ი განახორციელებს. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

“ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდეს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *