ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

პირებისათვის 46 ადაპტირებული საარჩევნო უბანი იქნება. ცესკოს ინფორმაციით, მათგან 11 მარტივად ადაპტირებულია, ხოლო 35 საარჩევნო უბანი პანდუსიანია.

“ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით”,-ნათქვამია ცესკოს პრეს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებაში.

ქუთაისის 23-ე მაჟორიტარულ ოლქში 154 870 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბანია.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *