იმერეთში ჯამში 605 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან შშმ

პირებზე ადაპტირებული 166 იქნება. აღნიშნული უბნებიდან მარტივად ადაპტირებული 47, ხოლო პანდუსიანი 86 იქნება. ინფორმაცია ცესკოს საარჩევნო რუკაზეა დატანილი.

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მე-20 მაჟორიტარულ ოლქში სულ 152 საარჩევნო უბანი მოეწყობა. მათგან 10 მარტივად ადაპტირებული იქნება, ხოლო 22 პანდუსიანი.

რაც შეეხება ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის 21-ე მაჟორიტარულ ოლქს, აქ ამომრჩევლებისათვის 153 უბანი იქნება. მათგან მარტივად ადაპტირებულია 17, პანდუსიანი 29.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის 22-ე ოლქში გაიხსნება 177 საარჩევნო უბანი. მათ შორის მარტივად ადაპტირებული იქნება 9, ხოლო პანდუსიანი 33.

23-ე მაჟორიტარულ ოლქში, ქუთაისში, ამომრჩეველი 123 საარჩევნო უბანზე მივა. შშმ პირებისათვის გათვალისწინებული იქნება 11 მარტივად ადაპტირებული, ხოლო 35 პანდუსიანი საარჩევნო უბანი.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *