ამომრჩეველთა ერთიან სიაში იმერეთში 534 518 ამომრჩეველია

რეგისტრირებული. ინფორმაცია ცესკოს “საარჩევნო რუკაზეა” განთავსებული.

ქუთაისის 23-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა ერთიან სიაში 155 236 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 86 854 ქალია, ხოლო 68382 კაცი.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის 23-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 144 150 ამომრჩეველი. ამომრჩევლებიდან ქალია 75 191, ხოლო კაცი -68959.

21-ე, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში ცესკოს რუკაზე 131 322 ამომრჩეველი იძებნება. მათგან ქალია 67 317, ხოლო კაცი- 64 005.

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მე-20 ოლქში 103 810 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალია 52 061, კაცი- 51 749.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *