აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში

multicat=36 არსებულ კვების ობიექტზე აუქციონს აცხადებს. გაერთიანების ინფორმაციით, ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია.

ობიექტი მოემსახურება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენ მგზავრებს, თუმცა აეროპორტის დაგეგმარებიდან გამომდინარე, ის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე გამფრენი მგზავრებისთვისაც. სწორედ ამიტომ, სარეალიზაციო პროდუქციის ჩამონათვალი, სრულად დააკმაყოფილებს ორივე ტიპის მგზავრის საჭიროებებს.

პირობების თანახმად, კვების ობიექტის განთავსებით დაინტერესებულ პირებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მსგავსი ტიპის (მარკეტის ტიპისა და ზოგიერთი ფუნქციის მატარებელი სწრაფი კვების ობიექტის) ობიექტის ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სხვადასხვა ლოკაციებზე ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება.

“აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ოპერირება აეროპორტისთვის შესაბამისი სტანდარტით, რაც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვასა და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფას,”-ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *