პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისი თანაგუნდელის, ვეფხია მიქაუტაძის თქმით, გოგი წულაიამ კლინიკა უკვე დატოვა. ის ახლა ქუთაისში იმყოფება და საარჩევნო კამპანიაში რამდენიმე დღეში აქტიურად ჩაერთვება.

“თავს კარგად გრძნობს. ქუთაისში გუშინ ჩამოვიდა. სავარაუდოდ, დღეს ოფისშიც მოვა და გეგმებს გაეცნობა. რამდენიმე დღეში აქტიურად ჩაერთვება კამპანიაში. ჩვენ კარდაკარის კომპანია დაწყებული გვაქვს და ალბათ მალე შემოგვიერთდება,”-განაცხადა ვეფხია მიქაუტაძემ.

გოგი წულაია ქუთაისში, საავდმყოფოში გულის შეტევით 16 სექტემბერს შეიყვანეს. მოგვიანებით მას გულის ოპერაცია თბილისში ჩაუტარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *