სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” თანამშრომლებმა აქციები

multicat=36 განაახლეს. ისინი სავაჭრო ცენტრის წინ სასტვენებით შეიკრიბნენ და “სირცხვილი” სკანდირებდნენ. მოვაჭრეები შრომის ინსპექციის მიერ ცენტრის 10 000 ლარით დაჯარიმებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სახელმწიფომ იმერეთში სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა, რაც არსებული მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე სირცხვილია. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

“სახელმწიფომ განახორციელა სადამსჯელო ღონისძიება. წელში გაწყვეტილ მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს მოგვთხოვა 15 000 ლარიანი ინვენტარის შეძენა. თავდასხმა იყო იმერეთზე და 4 ორგანიზაცია დაჯარიმდა 10 000 ლარით. ჩვენ ამ თანხის გადახდას ვერ შევძლებთ,”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *