ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა-გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს
ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფმა ჯარიმები უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო დაწერა. ასევე, გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.

"ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში, ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ,"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" და "უნივერმაღი".

სავაჭრო ცენტრებს 10 000 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთში გარდაცვლილი პაციენტებიდან ორივე მათგანი
12:50 / 27.10.2020
იმერეთში გარდაცვლილი პაციენტებიდან ორივე მათგანი
12:05 / 27.10.2020
"კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში კორონავირუსით
იმერეთში კორონავირუსისაგან ორი ადამიანი
12:00 / 27.10.2020
იმერეთში კორონავირუსისაგან ორი ადამიანი
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 21 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 16 - 26 °C
img
ფოთი 19 - 26 °C
img
თელავი 11 - 21 °C
img
მესტია 4 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 6 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები