ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა. შრომის პირობების

ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფმა ჯარიმები უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო დაწერა. ასევე, გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.

“ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში, ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ,”-განაცხადა ბექა ფერაძემ.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი “გრანდ მოლი” და “უნივერმაღი”.

სავაჭრო ცენტრებს 10 000 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *