ქუთაისში, პატრულმა და შრომითი უსაფრთხების ინსპექციამ მძღოლები და მგზავრები დააჯარიმა.

გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოებრივი ტრანპორტით პირბადის გარეშე სარგებლობა გახდა.

 

,, პირბადე არ მეკეთა, პატრულმა მარშუტიდან ჩამომიყვანა და დამაჯარიმა. ვთხოვდი სიტყვიერი გაფრთხილება მოეცათ, მაგრამ 20-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს” -ამბობს დავით ჯანგავაძე.

,, გაჩერებაზე მძღოლებს ჩამოუარეს და ვისაც პირბადე არ ეკეთა, ყველა დააჯარიმეს. დაჯარიმდნენ როგორც ტაქსის, ისე მარშუტის მძღოლები. პირადად მე არავის დავუჯარიმებივარ, ცუდია, რომ წესებს არ ემორჩილებიან” – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

ადგილზე მისული შრომითი უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლები ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის გაზრდილი სტატისტიკის ფონზე რეგულაციების დაცვა სავალდებულოა. მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მკაცრად გაკონტროლდება, რათა არ მოხდეს ვირუსის მასშტაბური გავრცელება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *