ქუთაისში კორპუსებიდან კედლის ფილები ცვივა

ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე კორპუსებიდან ბათქაში ცვივა.

ამ თემასთან დაკავშირებით პარტია ,,ლელოს’’ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი პრობლემის მოსაგვარებლად მერიამ ბიუჯეტიდან თანხა სასწრაფოდ უნდა გამოყოს.

 

,,ეს არის ქალაქის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემა, მაგრამ რატომღაც მერიის პრიორიტეტებში ვერ ხვდება. მერიამ 7 ბინის ფასადის შესაკეთებლად ასი ათასობით თანხა დახარჯა, მაგრამ  ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა რომელ ბინებშიც იყო, მათთვის ხელი არ უხლია. ჭავჭავაძეზე ასეთი უამრავი ბინაა. ეს ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთვადი ადგილია, აქ უამრავი ადამიანი მოძრაობს და საფრთხე დიდია. რამდენიმე დღის წინ ჩემი თანამშრომელი ძლივს გადაურჩა, რომ ფასადის ფილა არ დასცემოდა. ფასადი რომ ჩამოინგრა, მერიიის თანამშრომლები მოვიდნენ და ტერიტორია გაასუფთავეს, მაგრამ ეს არ კმარა. სასწრაფოდ უნდა შეკეთდეს კორპუსების ფასადები. წარმოუდგენელია ასეთი აცდენა მოსახლეობის პრიორიტეტებსა და მერიის პრიორიტეტებს შორის’’-ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, ფასადების შეკეთება ეტაპობრივად მოხდება.

,,ქუთაისში, 1500-მდე კორპუსია, ყველას შეკეთებას დიდი დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება. მოსახლეობას ვერ დავპირდებით, რომ ერთ წელიწადში ყველა ბინის ფასადს შევაკეთებთ, მაგრამ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ საკითხს აუცილებლად გავითვალისწინებთ და სადაც ყველაზე  საგანგაშო მდგომარეობაა, იმ კორპუსებიდან დავიწყებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ბიუჯეტი შეზღუდულია, პრობლემა კი უამრავია, ამიტომ ყველაფერს ერთდროულად ვერ გავწვდებით’’-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე, კედლის ჩამონგრევამ 12 წლის  გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ქართული ოცნების’’ თერჯოლის ახალგაზრდული
ფრთის ხელმძღვანელი, დიმიტრი გურგენიძე, ძალადობისა და ხულიგნობისთვის
რამდენჯერმე არის ნასამართლევი’’
20:08 / 26.10.2020

,,ქართული ოცნების’’ თერჯოლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, დიმიტრი გურგენიძე, ძალადობისა და ხულიგნობისთვის რამდენჯერმე არის ნასამართლევი’’

,,ევროპული საქართველოს’’
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კოვიდ 19
დაუდასტურდა.
17:39 / 24.10.2020

,,ევროპული საქართველოს’’ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 
,,ჟურნალისტმა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ ქუთაისში, აგრარულ ბაზარსა და ბაზრობაზე
საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა და საზოგადოებას არჩევნებზე
მისვლისკენ მოუწოდა.
12:13 / 24.10.2020

არასამთავრობო ორგანიზაციამ  ,,ჟურნალისტმა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ ქუთაისში, აგრარულ ბაზარსა და ბაზრობაზე საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა და საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
13:28 / 21.10.2020
ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
13:28 / 21.10.2020
ქუთაისში დევნილები დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 18 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 10 - 19 °C
img
მესტია 6 - 15 °C
img
ზუგდიდი 18 - 29 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები