,,იმის გამო, რომ კორპუსში ლიფტი არ მუშაობს, სასწრაფოც ვერ მოდის''-ვეფხია მიქაუტაძე

ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ მუშაობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ვეფხია მიქაუტაძე კომპანია ,,დიზაინ კომპლექსს’’, რომელმაც კორპუსში ლიფტი დაამონტაჟა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასა და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2017 წელს ,,დიზაინ კომპლექსის’’ მიერ დამონტაჟებული ორი ლიფტიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა და ისიც ხშირად ფუჭდებოდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ კომპანიამ თანხები გაფლანგა. როგორც ვეფხია მიქაუტაძე ამბობს, კორპუსში თებერვლიდან არც მეორე ლიფტი მუშაობს, რის გამოც ადგილზე სასწრაფოც ვერ მიდის.

,,2017 წლიდან კორპუსში საშინელი ვითარებაა. 14-სართულიან ბინაში როგორია ლიფტი რომ არ მუშაობს. თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს იმერეთის საგამოძიებო დეპარტამენტს მივმართეთ, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. შემდეგ მერიას მივწერეთ, მათ ლიფტების კომპანიასთან გადაგვამისამართეს. ლიფტების კომპანიამ ხარჯი დაიანგარიშა და გვითხრა, რომ 36 ათასზე მეტი დაგვჭირდებოდა ლიფტის შესაკეთებლად. წარმოგიდგენიათ რა თანხები გაფლანგა დიზაინ კომპლექსმა? სად წაიღო ეს 36 ათასი? '' - ამბობს ვეფხია მიქაუტაძე.

,, დიზაინ კომპლექსის'' მენეჯერის, თორნიკე კირკიტაძის თქმით, 2017 წელს კომპანიის მიერ დამონტაჟებული ორივე ლიფტი კარგად მუშაობდა. მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში კომპანიას ჰქონდა ვალდებულება გაფუჭების შემთხვევაში ლიფტი მოეწესრიგებინა, ერთი წლის შემდეგ კი ეს მოვალეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ეკისრება. რაც შეეხება სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას, თორნიკე კირკიტაძე ამბობს, რომ ლიფტები დროთა განმავლობაში შეკეთებას საჭიროებენ და მისი გაფუჭება იმას არ ნიშნავს, რომ უხარისხოდაა დამონტაჟებული.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 31 ოქტომბრის
13:48 / 30.10.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 31 ოქტომბრის
ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე
ავტომობილი ხეს შეეჯახა.
01:11 / 30.10.2020

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

ქუთაისში ტელეკომპანია
13:17 / 29.10.2020
ქუთაისში ტელეკომპანია "მთავარის" ავტომანქანიდან
,,ქართული ოცნების’’ თერჯოლის ახალგაზრდული
ფრთის ხელმძღვანელი, დიმიტრი გურგენიძე, ძალადობისა და ხულიგნობისთვის
რამდენჯერმე არის ნასამართლევი’’
20:08 / 26.10.2020

,,ქართული ოცნების’’ თერჯოლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, დიმიტრი გურგენიძე, ძალადობისა და ხულიგნობისთვის რამდენჯერმე არის ნასამართლევი’’

,,ევროპული საქართველოს’’
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კოვიდ 19
დაუდასტურდა.
17:39 / 24.10.2020

,,ევროპული საქართველოს’’ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ოთარ კახიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 11 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 26 °C
img
ბათუმი 17 - 23 °C
img
სოხუმი 16 - 23 °C
img
ფოთი 18 - 23 °C
img
თელავი 13 - 24 °C
img
მესტია 6 - 13 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 11 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისელი ამომრჩეველი არჩევანს 28 მაჟორიტარობის და 8 მერობის კანდიდატს შორის გააკეთებს
17:07 / 30.10.2020

31 ოქტომბრის არჩევნებზე ქუთაისში 28 მაჟორიტარობის და 8 მერობის კანდიდატი იყრის კენჭს.

„кгб"-ქუთაისში ენმ-ის ოფისზე გამოკრული საარჩევნო ბანერი დააზიანეს
11:41 / 30.10.2020
ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე
კახაბერ ჩახუნაშვილი
02:04 / 30.10.2020

ქუთაისის მერობის კანდიდატი ,,დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა ქდმ’’

ირმა პეტრიაშვილი
01:59 / 30.10.2020
ქუთაისის მერობის კანდიდატი „სოციალური სამართლიანობისთვის“