,,გაფუჭებული ლიფტის გამო კორპუსში სასწრაფოს ექიმები ვერ ადიან''-ვეფხია მიქაუტაძე

ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ მუშაობს.


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის, ვეფხია მიქაუტაძის განმარტებით, ლიფტები იმდენად დაზიანებულია, რომ ვერ სარგებლობენ.

„სასწრაფოს ექიმების გამოძახება გახდა საჭირო მაღალ სართულზე და ვერ ავიდნენ. მიმდინარე წლის თებერვლის მერე ლიფტი არ მუშაობს“-განმარტავს ვეფხია მიქაუტაძე. ის კომპანია „დიზაინ კომპლექსს“ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში ადამაშაულებს.

 

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს ,,დიზაინ კომპლექსის’’ მიერ დამონტაჟებული ორი ლიფტიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა და ისიც ხშირად ფუჭდებოდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ კომპანიამ თანხები გაფლანგა.

 

,,2017 წლიდან კორპუსში საშინელი ვითარებაა. 14-სართულიან ბინაში როგორია ლიფტი რომ არ მუშაობს. თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს იმერეთის საგამოძიებო დეპარტამენტს მივმართეთ, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. შემდეგ მერიას მივწერეთ, მათ ლიფტების კომპანიასთან გადაგვამისამართეს. ლიფტების კომპანიამ ხარჯი დაიანგარიშა და გვითხრა, რომ 36 ათასზე მეტი დაგვჭირდებოდა ლიფტის შესაკეთებლად. წარმოგიდგენიათ რა თანხები გაფლანგა „დიზაინ კომპლექსმა“, სად წაიღო ეს 36 ათასი? '' - კითხვას სვამს ვეფხია მიქაუტაძე.

 

,, დიზაინ კომპლექსის'' მენეჯერის, თორნიკე კირკიტაძის თქმით, 2017 წელს კომპანიის მიერ დამონტაჟებული ორივე ლიფტი კარგად მუშაობდა. მისი ინფორმაციით, კომპანიას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ვალდებულება გაფუჭების შემთხვევაში ლიფტი მოეწესრიგებინა. რაც შეეხება ბრალდებას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით, თორნიკე კირკიტაძე განმარტავს, რომ ლიფტები დროთა განმავლობაში შეკეთებას საჭიროებენ და მისი გაფუჭება იმას არ ნიშნავს, რომ უხარისხოდაა დამონტაჟებული.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,საჭიროა თითოეულმა ადამიანმა
გაიაზროს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და მივიდეს
არჩევნებზე''
17:34 / 16.10.2020

,,საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და მივიდეს არჩევნებზე''

,,შენი ხმა გადამწყვეტია’’, ,,შენს არჩევანს იცავს კანონი’’, ,,ნუ
გაყიდი შენს ხმას’’-ამ შინაარსის სტიკერებით ,,ჟურნალისტთა ქსელი
გენდერული თანასწორობისთვის’’ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ
მოუწოდებს.
10:54 / 16.10.2020

,,შენი ხმა გადამწყვეტია’’, ,,შენს არჩევანს იცავს კანონი’’, ,,ნუ გაყიდი შენს ხმას’’-ამ შინაარსის სტიკერებით ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე
13:18 / 15.10.2020
15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე
ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ
მუშაობს.
12:59 / 14.10.2020

ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ მუშაობს.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 20 °C
img
ბათუმი 15 - 20 °C
img
სოხუმი 11 - 20 °C
img
ფოთი 16 - 20 °C
img
თელავი 12 - 23 °C
img
მესტია 1 - 11 °C
img
ზუგდიდი 12 - 21 °C
img
ბორჯომი 8 - 17 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
"შენი იდეა, შენი ქალაქისათვის"-ქუთაისის მერიის კონკურსში 53 ინიციატივა დარეგისტრირდა
16:03 / 20.10.2020
"შენი იდეა, შენი ქალაქისათვის"-2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი
,,ჩემი საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირთა საჭიროებები წარმოადგენს''-ირაკლი კიკვაძე
16:32 / 19.10.2020

,, ლეიბორისტული პარტიის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს შეხვდა.