,,31 ოქტომბერს ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთოს''-ქეთევან ბერძენიშვილი

,,საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და მივიდეს არჩევნებზე''

- ამის შესახებ ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის'' იმერეთის კოორდინატორმა, ქეთევან ბერძენიშვილმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა ამომრჩევეან შეხვედრისას აღნიშნა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე კოორდინატორმა 2020 წელს არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცესი რეგულაციების დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება, ამიტომ საზოგადოებამ არჩევნებზე მისვლისგან თავი არ უნდა შეიკავოს.

,, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფეცირებას, ამომრჩეველი ვალდებულია ეკეთოს პირბადე, თუ არჩევნებზე კონკრეტული პირი პირბადის გარეშე მივა, ადმინისტრაცია გადასცემს. კაბინეტში ერთჯერადი კალმები იქნება, შესასვლელში განთავსებული იქნება დეზობარიერი, ამომრჩევლები გაივლიან თერმოსკრინინგს- ასე რომ, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საზოგადოება მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი’’-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.

,,დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო. წელს პირველად მივდივარ არჩევნებზე. ვგრძნობ ჩემს ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ’’-ამბობს შეხვედრის მონაწილე, ლუკა მაჩიტაძე.

შეხვედრა პროექტის ,,31 ოქტომბერს შენ უნდა აირჩიო’’ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორცილებს.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,შენი ხმა გადამწყვეტია’’, ,,შენს არჩევანს იცავს კანონი’’, ,,ნუ
გაყიდი შენს ხმას’’-ამ შინაარსის სტიკერებით ,,ჟურნალისტთა ქსელი
გენდერული თანასწორობისთვის’’ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ
მოუწოდებს.
10:54 / 16.10.2020

,,შენი ხმა გადამწყვეტია’’, ,,შენს არჩევანს იცავს კანონი’’, ,,ნუ გაყიდი შენს ხმას’’-ამ შინაარსის სტიკერებით ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე
13:18 / 15.10.2020
15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე
ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ
მუშაობს.
13:29 / 14.10.2020

ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ მუშაობს.

ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ
მუშაობს.
12:59 / 14.10.2020

ქუთაისში, აღმაშენებლის 112/3 კორპუსში, თვეებია ლიფტი არ მუშაობს.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 20 °C
img
ბათუმი 15 - 20 °C
img
სოხუმი 11 - 20 °C
img
ფოთი 16 - 20 °C
img
თელავი 12 - 23 °C
img
მესტია 1 - 11 °C
img
ზუგდიდი 12 - 21 °C
img
ბორჯომი 8 - 17 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
,,ჩემი საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს შშმ პირთა საჭიროებები წარმოადგენს''-ირაკლი კიკვაძე
16:32 / 19.10.2020

,, ლეიბორისტული პარტიის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შშმ პირებს შეხვდა.

,,29-ე საბავშვო ბაღის შენობა მიტოვებულია და აღსაზრდელები სწავლას კერძო სახლში განაგრძობენ''-ანდრო ლოსაბერიძე
21:36 / 16.10.2020

სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძენ ოცდამეცხრე საბავშვო ბაღის შენობასთან ბრიფინგი გამართა.