არასამთავრობო ორგანიზაციამ  ,,ჟურნალისტმა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ ქუთაისში, აგრარულ ბაზარსა და ბაზრობაზე საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა და საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

 

ორგანიზაციის იმერეთის კოორდინატორის, ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, დღევანდელ აქციაზე ხალხის დაინტერესება დიდი იყო.

 

,,ამომრჩევლებს მოვუწოდეთ წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია გვთავაზობენ. ამ ადგილზე აქციას ყოველი არჩევნების წინ ვატარებთ, რადგან აქ უამრავი ადამიანი მოძრაობს. მიხარია, რომ ხალხმა დაინტერესება გამოხატა. ნამდვილად სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს, ‘’-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.

აქცია პროექტის ,,31 ოქტომბერს შენ უნდა აირჩიო’’ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორცილებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *