ქუთაისში ტელეკომპანია “მთავარის” ავტომანქანიდან

ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა გაიტაცეს. წაღებულია ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი.

როგორც იმერეთის ბიუროს ოპერატორი, რეზი ბურჯანაძე ამბობს, ის ქუთაისის სპორტის სასახლესთან იმყოფებოდა და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა ტექნიკა გაიტაცეს. რეზი ბურჯანაძე ამბობს, რომ ტექნიკა ორმა პირმა წაიღო, ის ერთ-ერთ პირს, რომელსაც პირდაპირი ჩართვის აპარატი მიჰქონდა, დაედევნა, თუმცა, მან მიმალვა მოახერხა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *