რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

პროტესტს აგრძელებს. მოსახლეობამ ხიდი, რომლის მეორე მხარესაც ტექნიკაა განთავსებული, ჯაჭვით გადაკეტა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიას არ დატოვებენ მანამ, სანამ კომპანია “ენკა” ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს არ შეწყვეტს და ტექნიკას არ გაიყვანეს. აქციის მონაწილეები 20 დღეა ადგილზე ღამეს ათევენ. 

“შეთანხმება იყო ასეთი, რომ კომპანიას ტექნიკა დღეს უნდა გამოეყვანა. მათ ეს პირობა დაარღვიეს და სამუშაო პროცესი განაახლეს. ჩვენ ისევ გადავკეტეთ გზა, რადგან მათ რეალურად გასვლაზე არანაირი გადაწყვეტილება არ აქვთ. არ გადავდგამთ ნაბიჯს, სანამ აქედან არ წავლენ,”-ამბობს აქციის მონაწილე ვარლამ გოლეთიანი.

აქციის მონაწილეებმა ჯაჭვით გზა გუშინაც გადაკეტეს, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ მათ გზა გაახსნევინა.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ხვალ გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *